თეგებით ძიება
06. 04. 2023 ვიდეო

"საუბარი იყო, რამაც გამიჩინა ეჭვი" - რას ამბობს სკოლის დირექტორი კახეთში მამის მხრიდან, 15 წლის გოგოს სავარაუდო გაუპატიურებაზე? (ვიდეო)

კახეთში, სკოლის დირექტორი, მამის მხრიდან შვილის სავრაუდო გაუპატიურების შესახებ საუბრობს.

როგორც ცნობილია, მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს სკოლის დირექტორმა აცნობა. 

"ჩემთვის რაღაც ეჭვის დონეზე იყო ინფორმაცია, შესაბამისად ჩემი  მოვალეობა შევასრულე და მიმდინარეობს გამოძიება, დაუზუსტებელი საუბარი იყო, რამაც მე გამიჩინა ეჭვი. ბავშვმა არ აღიარა არაფერი" ამბობს სკოლის დირექტორი.

მომხდარზე გარკვეული ინფორმაცია აქვთ ადგილობრივებსაც და არ გამორიცხავენ, რომ  ძალადობის შესახებ მოზარდის დედა ინფორმირებული იყო. მომხდარზე საქმის კურსშია სოციალური სამსახური და ფსიქოლოგი. თავად მოზარდი კი სამკურნალოდ კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილობრივების თქმით, კაცი მათ სოფელში სხვა მუნიციპალიტეტიდან იყო გადასული და ცოლის ოჯახში ცხოვრობდა, ის წარსულში ნასამართლევია. 

ცნობისთვის, კახეთში, სავარაუდო გაუპატიურების ბრალდებით, 50 წლამდე კაცია დაკავებული.

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა