მეორე დაც ყოფილა იქ ოჯახში და უყურებდა, რომ ძალადობდა - რას ამბობს ადგილობროვი კახეთში მამის მხრიდან, 15 წლის გოგოს სავარაუდო გაუპატიურებაზე?
კახეთში, ადგილობროვები, მამის მხრიდან შვილის სავრაუდო გაუპატიურების შესახებ საუბრობენ.
ისინი გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მამის მხრიდან 15 წლის შვილის გაუპატიურების რამდენიმე ფაქტი ფიქსირდება, რის შესახებაც იცოდა დედამ და ოჯახის სხვა წევრებმაც, თუმცა ისინი ამ შემთხვევაში დუმილს ამჯობინებდნენ.
ფაქტი კი მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც მომხდარის შესახებ დაზარალებული გოგონას სკოლაში შეიტყვეს. ყველა შესაბამის უწყებას სწორედ სკოლის ადმინისტრაციამ აცნობა, რომ 15 წლის გოგოზე სავარაუდოდ მამა სექსუალურად ძალადობდა, ამის შემდეგ უკვე საქმეში პოლიცია ჩაერთო.
"გაუუპატიურებია თავისი შვილი. ცოლი ყოფილა გურჯაანის საავადმყოფოში, ბავშვი ჰყოლია იქა და ამ კაცს უძალადნია. მეორე დაც ყოფილა იქ ოჯახში და უყურებია, რომ აუპატიურებდა. გამოვიდა მერე ეგეთი ამბავი. რომ გაიგეს დაიჭირეს, წაიყვანეს ეს კაცი. ის გოგო კიდევ საავადმყოფოში წევს“, - ამბობს ადგილობრივი.
ცნობისთვის, კახეთში, სავარაუდო გაუპატიურების ბრალდებით, 50 წლამდე კაცია დაკავებული.