თეგებით ძიება

"მურუსიძე, ამერიკაში წასვლაა მხოლოდ ეგ სანქცია?!" - რას წერს თამარ კეშელავა?

ჟურნალისტი, თამარ კეშელავა სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-მა საქართველოს რამდენიმე მოსამართლეზე თქვა, რომ თანამდებობაზე ყოფნისას კორუფციაში იყვნენ ჩაფლული.

"რა ამერიკაში წასვლა და ბაბუაჩემი არ დადიოდა, მურუსიძე, ამერიკაში წასვლაა მხოლოდ ეგ სანქცია?

ჯერ ერთი, ბაბუაშენი რომ არ დადიოდა ამერიკაში, აგერ, პრემიერის შვილი მიდის ახლა და ცოტა კი უნდა დაკვირვებოდი, რას ამბობ, მაგრამ...

მარტო წასვლაა საქმე?

კორუფცია ამ და წინა თანამდებობებზე ყოფნისასო.

რას ვერ დაამტკიცებენ?

მტკიცებულებად დევს უკვე, წინა ხელისუფლების დროს რა დანაშაულებებს სჩადიოდი – იმას ხომ ვერ გაექცევი? 

რას იტყვის ოცნება, არა, არც წინა ხელისუფლების დროს სცოდავდაო?

ვერ იტყვის.

ახალი საქმეებიც გაქვთ!

არანაკლები თან!

ხოდა, წასვლა და წამოსვლა კი არა, ხომ იცით, ყველა საქმე, რომელიც განიხილეთ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა უკვე, ყველა საქმეს, რომელსაც განიხილავთ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

კორუფციაში მხილებული მოსამართლე გამოიტანს განაჩენს?

თქვენც ხომ იცით, ქართველი არ გამოდის გარეთ გაჭირვების გამო, მოვა დრო და მაგის გამოც გამოვა ახალი თაობა, მაგრამ გამოდის უსამართლობის წინააღმდეგ.

სამართლიანია თქვენი მოსამართლედ ყოფნა?

შემთხვევითია, სწორედ იმათ რომ დაგადეს ხელი, ვისი დანაშაულიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დამტკიცდა?

თუ თქვენც წინა ხელისუფლებას ებრძოდით და იმიტომ გებრძვიან?

გამიხარდა?

არა!

არც ერთ ნორმალურ ადამიანს არ უხარია, რომ მის სასამართლო სისტემას განკარგავენ კრიმინალები, კორუმპირებულები, მართულები. 

როგორ შეიძლება გამიხარდეს ის, რომ ამდენი წელია ხელისუფლებას უფლებას ვაძლევთ თავზე დაგვასვას კრიმინალები?

ლაზარემ მანქანა დაწვაო, ცარიელი მანქანაო.

თქვენ კანონი და კონსტიტუცია დაწვით და ახლა ქვეყნის მომავალს წვავთ!

სულ ვამბობ, რომ რევოლუციას მხოლოდ ხელისუფლება იწყებს! – ახლა ხომ ცხადი გახდა ესეც?

რა უნდა ვქნათ? 

დაველოდოთ, სხვებსაც როდის დაასანქცირებენ?

კარგი

და მერე?

თუ ქვეყნის მომავალი გვინდა, ვიშორებთ კრიმინალებს, თუ არ გვინდა ქვეყნის მომავალი ვტოვებთ სანქცირებულ ხელისუფლებას და ქვეყანას მოწყვეტილს თავისი გზიდან.

და თქვენ თქვენით წამსვლელები ხართ?

არა!

თუ დაგვრჩა სხვა გზა – გვითხარით!

არა, მადლობა, რუსეთში გზა არ განიხილება! ეგ გზა მხოლოდ თქვენთვისაა!", - წერს კეშელავა.

აშშ-მა საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა