ვინ არიან კახეთში ავარიის შედეგად დაღუპულები მამაკაცები?
კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცები, 48 წლის მალხაზ ბერიკაშვილი და 42 წლის ავთანდილ ჯოხაძე არიან.
ისინი გურჯაანიდან ლაგოდეხისაკენ მიმავალ გზაზე, დაიღუპნენ.
მსუბუქი ავტომობილი, რომელიც სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, მდინარეში გადავარდა.
ავტომობილში მყოფი ორივე პირი გარდაიცვალა.
ერთ-ერთი გარდაცვლილი, მალხაზ ბერიკაშვილი, გურჯაანის კულტურის ცენტრის თანამშრომელია. ცენტრმა უახლოეს დღეებში ყველა ღონისძიება გააუქმა.