ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა სიაში ხვიჩა კვარაცხელია მე-16 ადგილზეა
სააგენტო Transfermarkt-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები დაასახელა.
"ნაპოლის" ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია 85 მილიონი ევრო ღირს მე-16 ადგილზე იმყოფება. „კვარა“ ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიც დეკლან რაისი, ლაუტარო მარტინესი, მარკუს რაშფორდი, როდრი, ბერნარდო სილვა, იოზუა კიმიხი, კევინ დე ბრუინი, იოშკო გვარდიოლი, ლეროი სანე და სხვები არიან.
პირველ ადგილს „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავი, კილიან მბაპე იკავებს და Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ღირებულება 180 მილიონი ევროა.
ცნობისთვის, სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. ჩემპიონთა ლიგაზე მან მონაწილეობა 7 მატჩში მიიღო და 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს.