თეგებით ძიება

მთავრობამ უნდა მიიღოს დამატებითი ზომები, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა აღარ გაუარესდეს - კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილსი შესახებ საუბრობს და მთავრობას მოუწოდებს მიიღოს დამატებითი ზომები, რათა არ გააურესდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

"რა თქმა უნდა, ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ძალიან შეშფოთებული ვარ სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშით, რომელიც აღნიშნავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. ჩვენ ამ საკითხზე ვსაუბრობთ არა მხოლოდ ამერიკაში, ამაზე საუბრობს ჩვენი ვიზიტორები კონგრესიდან, იმიტომ რომ ნებისმიერი პატიმარი და განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტი, იმსახურებს სამედიცინო და ფსიქოლოგიურ ზრუნვას, რაც მას სჭირდება და ეს ანგარიში აჩვენებს, რომ მთავრობამ უნდა მიიღოს დამატებითი ზომები, რომ მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ გაუარესდება და დაიწყებს გამოკეთებას და ძალების მოკრებას“, - აღნიშნავს საქართველოში აშშ-ის ელჩი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა