თეგებით ძიება

უკვე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს ამერიკა - გრიგოლ ლილუაშვილი

"რა პრობლემაა" - ასე პასუხობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი "ტვ პირველის" კითხვის ელოდება თუ არა სანქციებს. 

"ვერ გეტყვით, ეს უნდა ჰკითხოთ ამერიკულ მხარეს. რა პრობლემაა, თუმცა, არა მგონია, მემუქრებოდეს... უკვე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს ამერიკის შეერთებული შტატები - არაჩვეულებრივი, კარგი დემოკრატიის ქვეყანაა. ვისაც ნანახი არ აქვს იმას გული დაწყდება... ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ვემსახურებით, ეს არის ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფა - არა ომის, არამედ მშვიდობის უზრუნველყოფა", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა. 

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ სასამართლო ჩინოვნიკს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა მნიშვნელოვან კორუფციაში მათი მონაწილეობის გამო.

ესენი არიან: მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა