თეგებით ძიება

რა გახდა ბეთჰოვენის გარდაცვალების მიზეზი - მეცნიერების დასკვნა

ცნობილი კომპოზიტორის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ცხოვრებაში სიკვდილამდე ექვსი წლით ადრე თავი იჩინა ღვიძლის დაავადების პირველმა ნიშნებმა. მიჩნეულია, რომ სულ მცირე ნაწილობრივ მაინც, სწორედ ეს დაავადება გახდა მისი სიკვდილის მიზეზი სულ რაღაც 56 წლის ასაკში.

სმენის დაკარგვის მთავარი მიზეზი არც არასოდეს გარკვეულა, ვერაფერი გაიგო მისმა პირადმა ექიმმა, დოქტორმა იოჰან ადამ შმიდტმაც. ის, რაც 30 წელს მიღწეულ ბეთჰოვენს ტინიტუსის სახით დაეწყო, თანდათან ხმაურის აუტანლობაში გადაეზარდა, საბოლოოდ კი სმენა სრულიად დააკარგვინა და დაასრულა, მისი, როგორც შემსრულებლის კარიერა.

მუსიკოსისთვის არაფერი შეიძლება იყოს ამაზე მეტად ირონიული. ძმებისადმი მიწერილ წერილში ბეთჰოვენი აღიარებს, რომ „უიმედოდ იყო დაავადებული“ და თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა.

თუმცა, კომპოზიტორს მხოლოდ სმენის დაქვეითება როდი აწუხებდა. ამბობდა, რომ 22 წლის ასაკიდან აწუხებდა მუცლის მწვავე ტკივილი და დიარეის ქრონიკული შეტევები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა