თეგებით ძიება

„სადაა ის მილიონობით საქმე ამერიკელებს რომ ედავებით და თავად დაწინაურებისა და წახალისებისთვის გამოიყენეთ?“ - თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას ეხმაურება და აღნიშნულ საკითხზე, „ქართული ოცნების“ თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებას კატასტროფულს უწოდებს.

„ბევრი რამ თქვა გუშინ კობახიძემ საგულისხმოდ კატასტროფული:

- ბლინკენი კორუმპირებული კი არ არის მაგრამ გასვარეს;

- ბევრი რამე გვაქს, მათ შორის სატელეფონო საუბრები მაგრამ ეხლა ამის დრო არაა; და სხვა

მაგრამ ეხლა სხვა ამბავზე. 

ის გვიყვებოდა ორ მილიონობით,  მილიონობითო მტკიცებულება გვაქვს სააკაშვილის დროს მოსამართლეების დანაშაულებზეო მაგრამ მაშინ არავინ დაუსანქცირებიათო არადა ფაქტები სრულიად სხვა რამეს ყვებიან:

- ამ მილიონობით მტკიცებულებით არავინ დასჯილა;

- გირგვლიანის მოსამართლე ჩემია ოცნების დროს ისევ მოსამართლედ გადაინიშნა;

- გირგვლიანის კიდევ ერთი მოსამართლე გოგოტიშვილი ოცნების დროს ისევ მოსამართლედ გადაინიშნა;

- გირგვლიანის მოსამართლე მურუსიძის ამბავი კი იცის მსოფლიომ უკვე; 

-  ბუტა რობაქიძის მოსამართლე კოპალიანი ოცნების დროს ისევ მოსამართლედ გადაინიშნა;

- და უფრო მეტიც, ვაზაგაშვილის და 7 ნოემბრის საქმის პროკურორი ვასაძე მთალად უზენაესში დანიშნეს მოსამართლედ.

სხვების გვარები აღარ მახსოვს ისინიც იქნებიან სასამართლოებში თბილად და მშვიდად. 

ხოდა სადაა ის მილიონობით საქმე ამერიკელებს რომ ედავებით და თავად დაწინაურებისა და წახალისებისთვის გამოიყენეთ. ალბათ სწორედ იმ მილიონობით მტკიცებულებით აშანტაშაჟებთ ამ ხალხს და ასე გიჭირავთ“, - წერს ხიდაშელი.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა