რუხის კლინიკაში ლიფტი ჩავარდა - დაშავებულია ექიმი
რუხის კლინიკაში, მეოთხე სართულის სიმაღლიდან ლიფტი მოწყდა და ჩავარდა. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიფტში იმ დროს 4 ადამიანი იმყოფებოდა.
დაშავებულთაგან ერთ-ერთი დედაქალაქიდან ჩასული ექიმია, რომელიც მძიმედაა დაშავებული და საჭირო გახდა მისი თბილისში გადაყვანა.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, კლინიკაში ლიფტის ჩავარდნის ფაქტს მალავენ და ამბობენ, რომ დაშავებულმა ფეხი თავად იღრძო.
"არავინ არ ჩავარდნილა, ფეხი გადაუტრიალდა ადამიანს...დიახ, მაგის გამო წავიდა თბილისში, თბილისელია..." - ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი
მისივე თქმით, ლიფტი უფუნქციოა და არ მუშაობს.
წყარო: „მთავარი არხი“