„დღეს ყველაზე მეტად კოლექტიური ანოუკი ფიქრობს, რითი მორთოს საახალწლო ნაძვის ხე, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა“ - ზაზა ბიბილაშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაზა ბიბილაშვილი აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ეს არის გარდამტეხი პოლიტიკური გზავნილი ამერიკის მხრიდან.
„ამერიკის მიერ სასამართლო კლანისა და მათი ოჯახის წევრთა დასანქცირება გარდამტეხი პოლიტიკური გზავნილია, რომლის მნიშვნელობა ბევრად სცდება კონკრეტულ, დასანქცირებულ პირებს.
ეს არის გზავნილი იმ 78 დეპუტატის მიმართ, რომლებმაც ერთი თვის წინ რუსული დავალება შეასრულეს. მათი ოჯახის წევრების მიმართაც, დასავლეთში რომ ხარჯავენ ღმერთმა უწყის რა გზით ნაშოვნ ფულს.
ეს არის ქართველი ხალხისა და ჩვენი ისტორიული არჩევანის მხარდაჭერა რუსული ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოში ივანაშვილის რეჟიმი განასახიერებს.
ეს არის გზავნილი ალუდა ღუდუშაურისთვის, რომელიც ცოლს ამერიკაში აგზავნის შვილების გასაჩენად. იმისთვის, გუშინ რომ ყელყელაობდა - შემომხედეთ, მე ვარ, ბიჯო, მოღალატეო? კი, შენ ხარ. და შემოგხედეს კიდეც, ჯიგარო. აწი, კააარგად დაფიქრდები, სანამ ივანიშვილის დავალებით კიდევ რამეს დააჭერ.
ეს არის საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა, რომელსაც მიზანმიმართულად ანგრევს რუსული ოცნება, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს.
ეს არის კომისარი წულუკიანის "მართლმსაჯულების რეფორმათა ტალღებზე" დამსახურებული დასკორვა...
ალბათ ტვ ნაძეჟდას ეთერში რომელიმე რიგითი მოროშკინა იტყვის, გვკიდია ჩვენ ამერიკის ვიზებიო. მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ მამალი ტყუილი იქნება. თუ რამე არ კიდიათ, ეგაა.
დღეს ყველაზე მეტად კოლექტიური ანოუკი ფიქრობს, რითი მორთოს საახალწლო ნაძვის ხე, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა. ან, რომ მორთავს, მერე რა უყოს ასდოლარიანებს - მართლა ბარნაულში და ასტრახანში ხომ არ დახარჯავს?
დღეს ბობოლა ქოცების ოჯახებში გაჩნდა ეჭვი ივანიშვილის მიმართ და "თვითგადარჩენის ინსტინქტის მოქმედების მექანიზმი, მისი სტრუქტურა" ამუშავდა:
"ის კი უშველის თავს და... ჩვენ?!"
ის რომ თავის შველას ცდილობს, სალომე ზურაბიშვილის ყოველი გამოსვლაც ადასტურებს.
მოკლედ... დიდება ქართველ და უკრაინელ გმირებს! -
სწორ გზაზე ვართ და გავიმარჯვებთ“, - წერს ბიბილაშვილი.
ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა