„ეს ჩემი უფროსი შვილის წერილია, რომელშიც გაერთიანებულია მისი ძმებისა და ჩემი სათქმელიც“ - შალვა რამიშვილის ყოფილი ცოლი
„პოსტივის“ ხელმძღვანელისა და წამყვანის, შალვა რამიშვილის ყოფილი ცოლი, თეა აბაშმაძე სოციალურ ქსელში მისი ვაჟის, ლაშა რამიშვილის წერილს აქვეყნებს და წერს.
„ეს ჩემი უფროსი შვილის წერილია, რომელშიც გაერთიანებულია მისი ძმებისა და ჩემი სათქმელიც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა ჩვენში.
ვიცი რომ ამ აქტს მოყვება აზრთა სხვადასხვაობა და ყველაფრისთვის მზად ვართ, რადგან დარწმუნებული ვართ ჩვენს სიმართლეში და ჩვენი მოტივაციის სიწმინდეში“, - წერს თეა აბაშმაძე.
ცნობისთვის, ლაშა რამიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა წერილი, სადაც შალვა რამიშვილის საქციელი დაგმო. შალვა რამიშვილს რამდენიმე ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.