„ადამიანი როცა საზიზღარი და გათახსირებული გახდება, შვილსაც უნდება მისგან დისტანცირება“ - კახიძე რამიშვილზე
„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი, ოთო კახიძე „პოსტივის“ წამყვანის, შალვა რამიშვილის შვილის, ლაშა რამიშვილის წერილს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ადამიანი როცა საზიზღარი და გათახსირებული გახდება, შვილსაც მოუნდება მისგან დისტანცირება.
უბედური ადამიანია შალვა რამიშვილი, ბინძურთან ერთად.
ღირსი კია, უდაოდ, მაგრამ მაინც მებრალება იმისთვის, რაც საკუთარ თავს დამართა.
თავისი სიხარბისა და უზნეობის გამო.
წარმატება შვილებს. არ იქნებოდა მათი ნაბიჯი მარტივად გადასადგმელი„, - წერს კახიძე.
ცნობისთვის, ლაშა რამიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა წერილი, სადაც შალვა რამიშვილის საქციელი დაგმო.