თეგებით ძიება

„ეს არის ის ადგილი, რომელსაც ოკუპანტებმა თვალი დაადგეს და წართმევას გვიპირებენ“ - რა ფოტოებს აქვეყნებს დავით ქაცარავა?

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს.

„ლამაზი პეიზაჟია, არა? სევდიანი, მდუმარე, მკაცრი,  მაგრამ მაინც ლამაზი...

არადა....

ეს არის ის ადგილი, რომელსაც ოკუპანტებმა თვალი დაადგეს და მის წართმევას გვიპირებენ..

ეს არის ის ადგილი, სადაც მისი დაკარგვის შიშით და საფრთხიდან გამომდინარე, წესით ე.წ.  კონფლიქტების პოლიცია, გდდ ან სპეცრაზმი უნდა პატრულირებდეს, იცავდეს ჩვენს მიწა-წყალს და რუსებისგან დატერორებულ მოსახლეობას...

  და ამის ნაცვლად ვპატრულირებთ ჩვენ, რიგითი მოქალაქეები, რომელთა რესურსი და შესაძლებლობები განუზომლად მწირია ვიდრე სახელმწიფო მანქანისა...

ეს არის ის ადგილი, რომელიც ხელისუფლების უმოქმედობის გამო განწირულია ოკუპაციისთვის... 

ეს არის ის ადგილი, რომელსაც დღეს "შიშის ზონას" ვუწოდებთ და თუ რამეს არ მოვიმოქმედებთ, მას სამწუხაროდ რუსები დაეუფლებიან..

სამწუხაროა და ტრაგედიის ტოლფასი, რომ ხელისუფლება სრულად აიგნორებს ჩვენი მიწა-წყლის დაკარგვის საფრთხეს და საერთოდ არაფერს აკეთებს მის დასაცავად...

სამწუხაროა, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი არ იმჩნევს ამ უდიდეს საფრთხეს და მხოლოდ რამდენიმე ასეული მოქალაქის შეძახილი რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოში ... 

ჩვენ მაინც ვაგრძელებთ ჩვენს პატრულირებას იქ, სადაც წესით ძალოვანი სტრუქტურები მთელი თავისი რესურსით უნდა იყვნენ ჩართულები და დღესდღეობით იქ 1 ძალოვანსაც კი  ვერ იპოვით მრავალი კილომეტრით ირგვლივ...

ვიცი, სინამდვილეში ისინი მზად არიან დადგნენ და არ დაუთმონ რუსებს ჩვენი მიწა-წყალი, მაგრამ დღეს არ არსებობს ამის პოლიტიკური ნება და შესაბამისად არ არსებობს ბრძანება, რომელიც გამოიყვანდა ჩვენს სპეცრაზმელებს ჩვენი ტერიტორიების დასაცავად..

ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს აქტივობას. . 

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“

ძალა ერთობაშია!“ - წერს ქაცარავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა