7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარებას ზეიმობს
7 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის, ერთ-ერთს, ხარებას აღნიშნავს.
საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.
ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია.
სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი, რომელსაც უწოდებდა ემანუელს, რაც ნიშნავს “ჩვენთან არს ღმერთი”.
მარხულთათვის ხნილია თევზით.