თეგებით ძიება

„ნაძირალა მშობლის მოკვეთაში რაც დროულად დაეხმარებით ბავშვს, მით უფრო გაუმარტივებთ ცხოვრებას“ - ნატა ფერაძე

სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება „პოსტივის“ ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის შვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს. 

„ნაძირალა მშობლის მოკვეთაში რაც დროულად დაეხმარებით ბავშვს, მით უფრო გაუმარტივებთ ცხოვრებას. ტყუილ იმედს, პასუხისმგებლობას ნუ ატარებინებთ სინდისისგან გარეცხილ არსებაზე, მხოლოდ გენეტიკური კოდის მიცემის გამო.

კი, მარტივია, როცა ამაში გეხმარებიან და არ გავალდებულებენ, კი, ზუსტად ვიცი“, - წერს ნატა ფერაძე.

ცნობისთვის, ლაშა რამიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა წერილი, სადაც შალვა რამიშვილის საქციელი დაგმო. შალვა რამიშვილს რამდენიმე ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა