თეგებით ძიება

„როდესაც შვილი ასეთ ვერდიქტს გამოგიტანს, საკუთარი ხელით ტყვია უნდა დაიხალო“ - სულაშვილი რამიშვილზე

AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულა სულაშვილი „პოსტივის“ ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის შვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება და წერს, რომ როცა შვილი ასეთ ვერდიქტს გამოგიტანს, ტყვია უნდა დაიხალო. 

„როდესაც  შვილი ასეთ ვერდიქტს გამოგიტანს, სულ ოდნავი სინდისის ნატამალი თუ გაქვს შერჩენილი, საკუთარი ხელით ტყვია უნდა დაიხალო გულში!

რომელ მოსამართლეს შეეძლო, ამაზე მძიმე განაჩენის გამოტანა?

და კიდევ ვინ იცის, რამდენი გარეწარი მამის შვილია იგივე მდგომარეობაში, რომელსაც რცხვენია საზოგადოებაში თავის გამოყოფა?!

ეს არაკაცები საკუთარი შვილების მკვლელებად იქცნენ, ფულის, თანამდებობების და გავლენების სანაცვლოდ.

ლაშა რამიშვილი, მაგალითი უნდა იყოს ღარიბაშვილის, სამხარაძის, კობახიძის, ივანიშვილის და კიდევ მრავალი მოღალატის შვილებისთვის.

დიახ ამ ბინძურ არსებებს, საკუთარმა შვილებმა უნდა გამოუტანონ განაჩენი, მანამდე სანამ უზენაეს შეხვდებიან პირისპირ!!!“ - წერს სულაშვილი.

ცნობისთვის, ლაშა რამიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა წერილი, სადაც შალვა რამიშვილის საქციელი დაგმო. შალვა რამიშვილს რამდენიმე ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა