თეგებით ძიება

"კითხვას: "კვარაზე წიგნი ჯერ ნაადრევი ხომ არ არის?" - ნამდვილად გააუქმებს" - გიორგი კეკელიძე ხვიჩას შესახებ წიგნზე

მწერალი, გიორგი კეკელიძე საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნის წერას ასრულებს.

"დღეს დავასრულებ წიგნს ხვიჩა კვარაცხელიაზე. ხვიჩაზე, ქართულ ფეხბურთზე, საქართველოზე, სამეგრელოზე, ნაკიფუზე. სხვანაირი ნაწარმოები იქნება. კითხვას: ,,კვარაზე წიგნი ჯერ ნაადრევი ხომ არ არის?" - ნამდვილად გააუქმებს. დიდი დეპრესიის შემდეგ, ეს ჩემი პირველი ტექსტია, რომელსაც ხელი მოვკიდე და თავიდან, წინადადების წერისას, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ოზურგეთში ვიჯექი ,,პისმენი სტოლთან", დედაჩემი წელში მოხრას მიშლიდა და თან ცალი თვალით მკაცრად უყურებდა, როგორ გამომყავდა ასოები ცალხაზიან რვეულში. დილის ხუთი საათიდან ვწერდი ვიდრე ცხრამდე - სხვა დროს, ეგრე გამოვიდა, რომ თან ათასი სხვა საქმე მქონდა და თან სრულიად განსხვავებული ხალხის გაუგებარ ლაშქრობებს ვიგერიებდი. მაგრამ იოლი არც არაფერი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, ვერც ეს საქმე იქნებოდა. წიგნი კი, ვფიქრობ რომ ღირსეული გამოვიდა. შეიძლება საუკეთესოც, რაც პროზაულ ჟანრში შემიქმნია. ალბათ აპრილის ბოლოს გამოვა და მაშინ უკვე თქვენს აზრსაც მოვისმენ. მე კი ხვალიდან სხვა ჩანაფიქრს ვუბრუნდები - დეპრესიულ და ობსესიურ ადამიანზე რომანის წერას ვიწყებ", - წერს კეკელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა