თეგებით ძიება

"მხოლოდ იმიტომ, რომ ფული გაქვს და ძვირად ღირებულ ტანსაცმელს ყიდულობ, არ ნიშნავს რომ გემოვნება გაქვს!" - კელვინ კლაინი

სრული სახელი: კალვინ რიჩარდ კლაინი

დაბადების თარიღი: 1942 წლის 19 ნოემბერი

დაბადების ადგილი: ბრონქსი, ნიუ-იორკი, აშშ

პროფესია: მოდის დიზაინერი

- როგორ ფიქრობთ, მოდაში ნამდვილი გამოგონება ჯერ კიდევ შესაძლებელია?

- მოდა ვითარდება და მუდმივად ახალია. ის იცვლება, მაგრამ ამ სფეროში ახალი გამოგონება არ არის. ასე თუ ისე, ყველაფერი გაკეთდა. ბევრი დიზაინერი თავიდანვე შთაგონებულია ვინტაჟური სამოსით. თუმცა ვფიქრობ, რომ მოდის სამყარო ძალიან შეიცვალა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. მაღაზიები, როგორიცაა Zara, H&M და Uniqlo, გვთავაზობენ ისეთ ტანსაცმელს, რომელიც არ გვქონდა 15 წლის წინ. ეს მაღაზიები მართლაც კარგ დიზაინს წარმოუდგენელ ფასებში გვთავაზობენ. ძალიან ძვირია.

- ეს პოზიტიური მოვლენაა?

- ვფიქრობ, ეს ძალიან პოზიტიური მოვლენაა! ეს ადამიანებს არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს. საცალო ვაჭრობის სფეროში ევროპას, აშშ- სთან შედარებით, დიდი უპირატესობა აქვს.

- ბევრი ადამიანი წუწუნებს, რომ მაღაზიები, როგორიცაა H&M და Zara, დაფუძნების დროიდან სწრაფად „აკოპირებენ“ პროდუქციას. ოდესმე გაღელვებდათ ეს ფაქტი?

- მე ვმუშაობდი ფოტოგრაფებთან, რომლებიც სარეკლამო კამპანიებს ატარებდნენ და შეიძლება ხშირად ერთი ფოტოგრაფის ინსპირაცია სხვა გახდეს და მიბაძოს მას. ეს მლიქვნელობაა, რაც ცხოვრების ყველა სფეროში ხდება. ჩვენ დღეს ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ.

- ცნობილია, რომ თქვენ Calvin Klein-ის ყველა ასპექტს აკონტროლებდით. რთული იყო ყველაფრის დათმობა 2003 წელს, როცა კომპანია გაყიდეთ?

- ჩემს პირველ სურნელს Obsession[აკვიატება] დავარქვი, რადგანაც სრულყოფილების მხრივ აკვიატება მქონდა ჩემი პროდუქტის მიმართ. მე ვიმუშავე ყველა ასპექტზე, რათა ხალხისთვის საუკეთესო შემეთავაზებინა. დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, როდესაც ბიზნესი იზრდებოდა: ეს ის არის, რისი გაკეთებაც მინდა მთელი ცხოვრების განმავლობაში? და ვიცოდი, რომ ასე არ იყო. თითქმის ყველაფერი გავაკეთე, რისი გაკეთებაც მინდოდა პროდუქციის შექმნის კუთხით. ხელახალი წამოწყება ნაკლებად სახალისო იყო.

მოდის სამყაროში წარმატებული ბიზნესის წარმართვა და გლობალური ბრენდის შექმნა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფერებითა და ქსოვილებით მომუშავე დიზაინერის სტუდიაში ჯდომა.

- კომპანია მაინც თქვენს სახელს ატარებს...

- დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ხანდახან ნამდვილად მენატრება შესანიშნავი ადამიანები, რომლებთანაც მუშაობის შანსი მქონდა.

- რალფ ლორენი, დონა კარანი და თქვენ ხართ სამი დიზაინერი, რომლებმაც მოახერხეს გლობალური ბრენდების შექმნა სრულიად გამორჩეული ამერიკული სტილით. მიუხედავად ამისა, ბოლო 20 წლის განმავლობაში, მაიკლ კორსის გარდა, არცერთ დიზაინერს არ შეუსრულებია ასეთი როლი. როგორ ხსნით ამას?

- ჩემი ქალიშვილი, რომელიც გასართობ ბიზნესშია, ამბობს, რომ ამის მიზეზი ის არის, რომ სამივე ებრაელები ვიყავით! ჩვენ გვქონდა რაღაც „დრაივი“, რომელიც მხოლოდ ჩვენს დნმ-ში იყო. უცებ ჩნდება ახალი სახეებიც, რომლებიც ძალიან მიმზიდველია.

- იყო თუ არა მნიშვნელოვანი, რომ გემოვნებიანი მომხმარებელი გყოლოდათ?

- არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ 3000$-იანი ჩანთა იყიდონ - სურთ, კიმ კარდაშიანი გახდნენ - მხოლოდ იმიტომ, რომ ფული გაქვს და ძვირადღირებულ ტანსაცმელს ყიდულობ, არ ნიშნავს რომ გემოვნება გაქვს!

მე მომწონს ექსპერიმენტები და, შესაძლოა, ისეთი რამის გაკეთებაც, რაც შეიძლება არ იყოს ეფექტური. მომწონს სიურპრიზის ელემენტი და ახალი გზების პოვნა!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა