თეგებით ძიება

სამების საკათედრო ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ტარდება

სამების საკათედრო ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვას დღეს მღვდელმსახურები აღავლენენ.

მათ მრევლს დღევანდელი დღესასწაული მიულოცეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ხარების დღესასწაული გახლავთ 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან მივლინებული იქნება მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელიც ახარებს მას, რომ სულ მალე მისი მეშვეობით კაცობრიობას მოევლინება მხსნელი, იესო ქრისტე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოისმენს რა ამ სიტყვებს, მორჩილებით მიიღებს და სულიწმიდის მიერ ყურის საშუალებით მოხდება მისი მინდგომილება და 9 თვის შემდეგ უკვე კაცობრიობას მისი მეშვეობით ეყოლება მხსნელი, იესო ქრისტე. გილოცავთ! ღმერთმა სიხარული და წყალობა არ მოაკლოს ჩვენს ერს", - განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.

ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა