ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა
ენგურის ცენტრალური ხიდი დღეიდან, სავარაუდოდ, 10 აპრილის ჩათვლით ჩაიკეტა. ინფორმაციას ხიდის ცალმხრივად, დროებით ჩაკეტვის შესახებ მოქალაქეები ადასტურებენ.
არსებული ინფორმაციით, შეზღუდვას აფხაზური მხარე, 9 აპრილს თბილისში დაგეგმილ აქციას უკავშირებს. მათ კი ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით მიიღეს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობას კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.