უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფრომაციას "რუსთავი2" ავრცელებს.
დაღუპული არსენ ქეცბაიაა.
ის წარმოშობით ზუგდიდიდან იყო.
როგორც მისი თანამებრძოლები აცხადებენ, ქეცბაია წლებია უკრაინაში ცხოვრობდა და ერთ-ერთ ბატალიონში იბრძოდა.
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომში 41 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.