თეგებით ძიება

3 გოგონას ხელზე ნაკაწრები ჰქონდა - რატომ მიიყინეს მოსწავლეებმა ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში თვითდაზიანება?

ბათუმში მოსწავლეების თვითდაზიანებების მიიყენების ფაქტის შესახებ რესურსცენტრის დირექტორი, გოჩა დავითაძე საუბრობს.

"მასწავლებელმა გაკვეთილზე შეამჩნია, რომ მეშვიდე კლასელ სამ გოგონას ხელზე ნაკაწრები ჰქონდა. მასწავლებელმა შესაბამისი რეაგირება მოახდინა – შეატყობინა კლასის ხელმძღვანელს, სკოლის დირექციას, მანდატურს. სკოლამ მაშინვე მოახდინა რეაგირება, ფსიქოლოგი ჩართო და პოლიცია გამოიძახა. სკოლის დირექციას არანაირი ინფორმაცია არ აქვს, ბავშვებმა რატომ გააკეთეს აღნიშნული. პოლიცია მოიკვლევს და დაადგენს რა მოხდა“, – განუცხადა „ფორტუნას“ გოჩა დავითაძემ.

ამ მომენტში, ბავშვები თავს კარგად გრძნობენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.

ცნობისთვის, 6 მარტს ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა, სავარაუდოდ, თვითდაზიანება მიიყენეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა