უკრაინის კონტრშეტევა უახლოეს დღეებში დაიწყება - ენტონი ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინის რუსეთზე კონტრშეტევა უახლოეს დღეებში დაიწყება.
"ვიდრე რუსული აგრესია გრძელდება, დასავლეთის ქვეყნები შეინარჩუნებენ რუსეთზე უპრეცედენტო ზეწოლას სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის გამოყენებით", - განაცხადა ბლინკენმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.