თეგებით ძიება

ფო­ტო­შოპს მეც ვიყენებს, დიდი აუ­დი­ტო­რია მყავს და უბ­რა­ლოდ გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს ვერ „და­ვაგ­დებ - რას აცხადებს ულამაზესი ბათუმელი ინფლუენსერი?

ულამაზესი ბათუმელი ინფლუენსერი, მარიამ შუკაკიძე, რომელსაც ინსტაგრამზე 3.5 მი­ლი­ო­ნი გამომწეწრი ჰყავს, მისი ცხოვრების შესახებ ყვება.

როგორც Ambebi.ge-სთან ინფლუენსერი აცხადებს, საოცარი ქმარი ჰყავს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ახალ­გაზ­რდა, ლა­მა­ზი გო­გო­ნა ბა­თუ­მი­დან, რო­მე­ლიც ლა­მაზ სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რობს... ბევ­რი გო­გო­ნა გა­უც­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მაგ­რამ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა წლე­ბია, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ გრძელ­დე­ბა. მე­უღ­ლე ამ ცხოვ­რე­ბა­ში ერ­თგვარ ზღაპ­რულ პრინ­ცად ჩანს, რო­გორ გა­ი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი?

- ძა­ლი­ან ბევ­რს უთ­ქვამს, რომ ისურ­ვებ­და ისე­თი­ვე ცხოვ­რე­ბას, რო­გორც მე მაქვს. სა­ო­ცა­რი ქმა­რი მყავს, რო­გორ­ზეც ალ­ბათ ყვე­ლა გოგო იოც­ნე­ბებ­და, რაღა და­გი­მა­ლოთ და ზუს­ტად ისე­თია, მე რომ წარ­მო­მედ­გი­ნა ოც­ნე­ბებ­ში. ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, კე­თი­ლი. იშ­ვი­ა­თია ასე­თი წრფე­ლი პი­როვ­ნე­ბა. ერ­თმა­ნე­თი 2017 წელს მის­მა ნა­თე­სავ­მა გაგ­ვაც­ნო. ეს იყო ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა, ორი­ვე მხრი­დან. ინ­ტე­რესს ალ­ბათ იმი­ტომ არ ვკარ­გავთ, რომ ყო­ველ­თვის რა­ღაც კარ­გი ხდე­ბა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, ყო­ველ­თვის გან­ვი­თა­რე­ბა და წინსვლა გვაქვს. ვთვლი, რომ ამას ვიმ­სა­ხუ­რებთ. რად­გან მე და ჩემს მე­უღ­ლეს უამ­რა­ვი კარ­გი რამ გაგ­ვი­კე­თე­ბია ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. მა­ტე­რი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას ვგუ­ლის­ხმობ, რაც შემ­დეგ და­დე­ბი­თად გვიბ­რუნ­დე­ბა.

- უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის გარ­და, ბევ­რი გაკ­რი­ტი­კებთ, გაბ­რა­ლე­ბენ, რომ გა­კე­თე­ბუ­ლი გაქვთ პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი, ასე­ვე წე­რენ, რომ თქვე­ნი ფო­ტო­ე­ბის­თვის იყე­ნებთ ფო­ტო­შოპს, სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მებს, რას უპა­სუ­ხებ­დით მათ?

- ვერ ვი­ტყო­დი, რომ ბევ­რი მაკ­რი­ტი­კებს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის გა­მო­ე­რე­ვა რამ­დე­ნი­მე ისე­თი ვინც, უბ­რა­ლოდ, ცუდ ხა­სი­ათ­ზეა. პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია მხო­ლოდ ერთხელ მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, ცხვი­რის გამ­რუ­დე­ბის გამო სუნ­თქვა მი­ჭირ­და და ამი­ტომ გა­ვი­კე­თე, ასე­ვე ფორ­მაც შე­ვიც­ვა­ლე, რად­გან ვთვლი, რომ ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს უფ­ლე­ბა, რაც სა­კუ­თარ თავ­ში არ მოს­წონს, შეც­ვა­ლოს და იდე­ა­ლუ­რი გახ­დეს. და­ნარ­ჩე­ნი უბ­რა­ლოდ თა­ვის მოვ­ლის შე­დე­გია, კოს­მე­ტო­ლო­გი/ და­მა­ტე­ნი­ა­ნებ­ლე­ბი და ასე შემ­დეგ. ტანს რაც შე­ე­ხე­ბა, წო­ნის პრობ­ლე­მა არა­სო­დეს მქო­ნია, ამი­ტომ ძა­ლი­ან მალე ვდგე­ბი ფორ­მა­ში, არა­ნა­ი­რი ოპე­რა­ცია. ფო­ტო­შოპს დღეს ყვე­ლა იყე­ნებს, ასე­ვე მეც რად­გან ძა­ლი­ან დიდი აუ­დი­ტო­რია მყავს და უბ­რა­ლოდ გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს ვერ „და­ვაგ­დებ“, მაგ­რამ ამას ისე არ ვა­კე­თებ, რომ სა­კუ­თა­რი თავს არ ვგავ­დე ფო­ტო­ებ­ში. ძა­ლი­ან მომ­წონს ისეც და ასეც ჩემი თავი, მაგ­რამ ვთვლი, რომ არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს, ვა­კე­თოთ ის, რაც გვსურს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა