თეგებით ძიება

ისეთი ზიზღით მიყურებდა, შემდეგ კი, ჩემი ქმრის მესენჯერში ათასი სიბინძურე წავიკითხე, 10-მდე გოგოს სწერდა - რას ამბობს სასოწარკვეთილი ქალი?

საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ცოლ-ქმრის მუდმივ იდილიაში ცხოვრება წარმოუდგენელია და ყოველდღიურად იმდენი პრობლემები ხდება, რომ წყვილს ერთმანეთის მიმართ ლტოლვა უქრებათ. ამ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ ჩვენი მკითხველის წერილს:

„კონფლიქტურ ოჯახში გავიზარდე, მამას და დედას მუდმივი უთანხმოება ჰქონდათ.

მამას საყვარელი ჰყავდა და ამის გამო ვხედავდი, როგორ იტანჯებოდა დედაჩემი.

მაშინ მამაჩემის ჩათვლით, ყველა მამარობითი სქესის წარმომადგენელი მძულდა, რადგან ვფიქრობდი, რომ ყველა კაცი ერთნაირია, ყველა მოღალატეა და მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ არასდროს გავთხოვდებოდი.

თუმცა სკოლა დავამთავრე და უნივერსიტეტში ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი.

ოთხი წლის შემდეგ დავქორწინდით. როგორც ყველა წყვილს, შეყვარებულობის პერიოდში ჩვენც ხშირად გვქონდა უთანხმოება, მაგრამ თანაცხოვრების პირველ წელს ყველაფერი ისე კარგად იყო, დავივიწყე ბავშვობის დროინდელი შიშები და კომპლექსები ოჯახურ ურთიერთობებთან დაკავშირებით.

ჩვენი სიამტკბილობა დიდხანს არ გაგრძელდა...

მალევე დავორსულდი. საკმაოდ მძიმე ორსულობა მქონდა: გართულებები, წოლითი რეჟიმი, ადამიანს აღარ ვგავდი.

ჩემი ამ მდგომარეობის გამო სულ გაღიზიანებული ვიყავი, ყველაფერზე ვტიროდი, ძალიან მგრძნობიარე გავხდი.

სამსახურიდან ჩემი მდგომარეობის გამო იძულებით წამოსვლაც დიდი სტრესი იყო ჩემთვის.

ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებდა, იყო ჩემი ქმრის დამოკიდებულება, მთელი დღე სამსახურში იყო და საღამოს თავის ძმაკაცებთან ერთად ლუდი, მოსაწევი... არაფერს იკლებდა.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ორსულობის პირველი ჯოჯოხეთური სამი თვე გადავაგორე. 2 თვე ცოტა ამოვისუნთქე ჩემი ფიზიკური მდგომარეობით, შემდეგ ისევ დამეწყო გართულებები, ისევ წოლითი რეჟიმი დამჭირდა.

უმოძრაობის გამო საშინლად მოვიმატე წონაში, დაშვებულ ნორმაზე ორჯერ მეტი ვიყავი.

სახის ფორმა, გამომეტყველება, მთლიანად შემეცვალა.

სარკეში ჩახედვისას ვტიროდი და ჩემი თავის მეშინოდა.

ჩემი და ჩემი მეუღლის ურთიერთობაც დაიძაბა. თითქოს ვაღიზიანებდი, ყველაფერზე საბაბს ეძებდა, რომ გვეჩხუბა.

ერთ საღამოს უგონო მდგომარეობაში დაბრუნდა სახლში ნასვამი იყო ან მოწეული ჰქონდა.

სახეწაშლილი, თვალებამოწითლებული... ისე ზიზღით მიყურებდა, გულმა რაღაც მიგრძნო, ქალური ინტუიცია არასდროს ცდება.

მალევე გაითიშა და სასწრაფოდ მისი ტელეფონი გადავამოწმე, რაც აქამდე არასოდეს გამიკეთებია.

თვალებს არ ვუჯერებდი, მის მესინჯერში ისეთი ამბავი დამხვდა.

დაახლოებით ათ გოგოს სწერდა ერთმანეთის პარალელურად, ათასი სიბინძურე წავიკითხე.

ერთ-ერთი გოგო, რომელიც ყველაზე მეტად აქტიურობდა, როგორც შეტყობინებინებებიდან გავარკვიე, ჩვენი შეყვარებულობის პერიოდში გაუცვნია, "ნოსტალგია" შემოაწვა ალბათ და წლების შემდეგ გაიხსენა და დაუკავშირდა.

გამწარებულმა ვერ მოვითმინე და ამ გოგოს მივწერე, გავლანძღე.

მთელი ღამე არ მეძინა, დილით ადგა ვაჟბატონი, ვითომც აქ არაფერი, გადაავლო თვალი მესინჯერს და იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოეხადა ან ენანა ის, რაც გააკეთა, აქეთ დამიწყო დამუნათება, როგორ დავიმცირე თურმე თავი და მისი პოტენციური საყვარელი როგორ გამოვლანძღე...

სცენების და ისტერიკების მოწყობას აზრი აღარ ჰქონდა, რომ ვუყურებდი ვხვდებოდი, რომ უკვე მძულდა. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ყველა კაცი ერთნაირია...

დღეს ჩემს შვილს მარტო ვზრდი და ერთი წუთით არ ვნანობ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. ჩემი აწ უკვე ყოფილი, შეუმდგარი და ჩამოუყალიბებელი დარჩა 38 წლის ასაკშიც.

ერთი კითხვა მაინც მაწვალებს, ჩემი შემთხვევა განსაკუთრებულია თუ კაცებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია? მართლა ყველა კაცი ერთნაირია? მართლაც სარგებლობენ ყოველი მომენტით და როცა საშუალება მიეცემა, აუცილებლად ღალატობენ? ამ კითხვებზე პასუხი ჩემი მომავალი ცხოვრებისთვის აუცილებელია. აღარ ვიცი, კიდევ უნდა ვენდო თუ არა მამაკაცს. თუ ეს წერილი გამოქვეყნდება, გთხოვთ, ტქვენი გამოცდილება კომენტარებში გამიზიაროთ“.

წყარო: Mshoblebi.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა