თეგებით ძიება

დიდ დიღომში 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე, ახალი დეტალები გახდა ცნობილი

დიდ დიღომში 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალები ვრცელდება. როგორც ოჯახის ადვოკატი, ელისო რუხაძე აცხადებს, გარდაცვლილის ბავშვის დედა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს.

ადვოკატის განმარტებით, თბილისის პროკურატურაში ხელმძღვანელი პირები გარდაცვლილი გოგონას დედას შეხვდნენ. რუხაძის თქმითვე, უწყებამ მათ საქმის მასალებიც უკვე გადასცა.

ადვოკატის განმარტებით, გამოძიება ორ ვერსიაზე, როგორც მკვლელობის, ასევე, უბედური შემთხვევის ვერსიაზე მუშაობს, თუმცა, როგორც რუხაძე განმარტავს, ამ მომენტისათვის რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამოკვეთილი არ არის. გოგონასათვის ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები კი, დაახლოებით 10 დღეში იქნება.

რამდენიმე ვერსია არის ამ საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირთან დაკავშირებით, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს ვერ მოგახსენებთ“, - განაცხადა რუხაძემ.

ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა