თეგებით ძიება

საქართველოდან აშშ-ის ელჩის და მთელი მისი “სტაფის” დეპორტაცია უნდა მოხდეს!" - კოკა მარგოშია მთავრობას მიმართავს

ალტ–ინფოს ლიდერი, კოკა მორგოშია სოციალურ ქსელში აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება და წერს, რომ საქართველოდან აშშ-ის ელჩის და მთელი მისი “სტაფის” დეპორტაცია უნდა მოხდეს.

"ვერც ,, ქართული ოცნების” ადვოკატად გამოვდგები და მითუმეტეს, ვერც მურუსიძე, ჩინჩალაძისა და სხვების, მაგრამ ბევრი რამ, მომწონს თუ არა, ეს ქვეყანა ჩემი სამშობლოა!!! გუშინ, თავისი გადაწყვეტილებით ამერიკის “გოსდეპმა” და ბლინკენმა, ფაქტობრივად ომი გამოუცხადეს ჩვენს ქვეყანას.საქართველოს მთავრობა ქართული ოცნება!!! სასწრაფოდ უნდა გამოიწვიოთ საქართველოს ელჩი აშშ-დან და ჩვენი ქვეყნიდან აშშ-ს ელჩის და მთელი მისი “სტაფის” დეპორტაცია მოახდინოთ. ერთხელ მაინც ანახეთ ყველას, რომ შეგიძლიათ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა”, - წერს კოკა მორგოშია.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ სასამართლო ჩინოვნიკს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა მნიშვნელოვან კორუფციაში მათი მონაწილეობის გამო.

ესენი არიან: მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა