თეგებით ძიება

"რა კანონი დაარღვია ლაშა რამიშვილმა??? შალვა რამიშვილსაც უნდა უხაროდეს, რაც ლაშამ დაწერა!" - ლელა გაფრინდაშვილი

პროფესორი, ლელა გაფრინდაშვილი ტელეწამყვან, შალვა რამიშვილის შვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ლაშა რამიშვილს თანადგომას უცხადებს.

"ლაშა რამიშვილი არაჩვეულებრივი ბიჭია. ასე იცნობენ მას მეგობრები და ახლობლები. ისინიც კი, ვინც საქმიან ვითარებაში შეხვედრია, აღნიშნავენ მის გამორჩეულად ზრდილ და კეთილგანწყობილ ბუნებას!

25 წლის ადამიანი ბავშვი არ არის! ამ ასაკის ახალგაზრდა თუ ისევ დედამამა მიჯაჭვულობიდან არ გამოსულა და ამიტომ მშობლებზე კრიტიკულს ვერაფერს ამბობს, დაღუპულია მისი საქმე!

რა კანონი დაარღვია ლაშა რამიშვილმა???

დუმილის და ფარისევლობის კანონი!

განა მის მაგინებლებს არ უნახავთ მამებისგან შეურაცხყოფილი დედები და არ უგრძვნიათ თავი მიტოვებულ, დავიწყებულ, დაჩაგრულ ან იგნორირებულ შვილებად?!

რა თქმა უნდა , უგრძვნიათ. მაგრამ ჩაუყლაპავთ, რადგან მამა ხელუხლებელია, ყოველთვის მართალია და მისი განკითხვა სახიფათოა, რადგან ასეთ შვილს შეიძლება მაყუთი აღარ მისცეს, ქონება აღარ გაუნაწილოს, კაცებში კაცობა შეულახოს!

სწორედ ასეთი შვილები დუმან "დიდსულოვნად" მამების "საგმირო საქმეებზე"  და მთელს ცხოვრებას მათ გაკეთილშობილებას ახმარენ. 

სწორედ ასეთი მდუმარე შვილების გამოა, რომ დღემდე არა გვაქვს შეფასებული საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ტირანები,  მოძალადე და ზნედაცემული ისტორიული პირები, ახლო და უახლესი წარსულის სისასტიკე და ვერაგობა!

სწორედ ასეთი მდუმარე შვილების გამო ვართ ვალში ჩვენი პაპების და მამების მსხვერპლებთან, ჩვენს დაჩაგრულ ბებიებთან და დედებთან!

სწორედ ასეთი მდუმარე შვილების გამო მომრავლდნენ პატრიარქის, ისტორიული ფიგურების მაგინებლები! აბა საკუთარ მამებს, დედებს, ბელადებს, ბოსებს, პარტლიდერებს და დამსაქმებლებს ხომ ვერ შეაგინებენ ხელქვეითი მონები?! 

შვილისთვის მამის/მშობლის განკითხვა ხელახალი დაბადებაა. ამ პროცესში მასთან ერთად ახალი,  არაძალადობრივი, თავისუფალი, სინდის-ნამუსიანი, სამართლიანი საზოგადოება და სახელმწიფო იბადება!

ნუ შეგვეშინდება შვილების სიმართლის! თუ რამის თავი გვაქვს, ვეკამათოთ მათ და დავარწმუნოთ საპირისპირო აზრში!

შალვა რამიშვილსაც უნდა უხაროდეს, რაც ლაშამ დაწერა! 

ჩემი თანადგომა ლაშა რამიშვილს, მის ძმებს და შესანიშნავ თეა აბაშმაძეს! ", - წერს გაფრინდაშვილი.

ცნობისთვის, ლაშა რამიშვილმა წერილი გამოაქვეყნა და თანადგომა გამოუცხადა ყველა იმ ქალს, რომლებიც მამამისს, შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა