თეგებით ძიება

რა კავშირშია სასმელ წყალში ლითიუმის მაღალი დონე აუტიზმითან? - ახალი კვლევა

მეცნიერებმა დაასკვენეს, რომ სასმელ წყალში ლითიუმის მაღალი დონე, შეიძლება აუტიზმის რისკს ზრდიდეს.

მათივე ვარაუდით, არსებობს კავშირი დანიის წყალმომარაგების სისტემაში ლითიუმის დონესა და მოგვიანებით ბავშვებში აუტიზმის დიაგნოზის შანსის ზრდას შორის.

მიუხედავად იმისა, რომ 52 706 ბავშვის კვლევა საკმარისი არ არის იმის დასამტკიცებლად, რომ ლითიუმი აუტიზმის პირდაპირი გამომწვევია, ამის თუნდაც შესაძლებლობა, ნამდვილად იმსახურებს შემდეგ კვლევებს.

ლითიუმი ბუნებრივი ელემენტია, რომელსაც ხშირად იყენებენ განწყობის დარღვევათა სამკურნალო საშუალებად. წინა კვლევების მიხედვით, ის დაკავშირებულია ნაყოფის მოწყვეტასთან და ახალშობილებში გულის არასწორ განვითარებასთან. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ლითიუმი აუტიზმის სპექტრის აშლილობასთანაც დააკავშირეს.

წყარო: 1tv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა