თეგებით ძიება

არ მიხარია საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ფაქტი არ გაუხარდა.

"დღეს არ მიხარია და კიდევაც განვიცდი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას. დღეს, როგორც იცით, შევხვდი ამერიკის ელჩს ქალბატონ კელი დეგნანს და მასაც გავუზიარე ეს ჩემი განცდები. არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში. რამეთუ, ჩემთვის ყველაზე გასაფრთხილებელი სწორედ ქვეყნის რეპუტაციაა და თუმცა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ 4 პირს ეხება და მათთვის სავიზო შეზღუდვებს, განცხადება თან ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერას, ამის მიუხედავად, გარკვეულწილად ზიანდება ქვეყნის იმიჯი", - აცხადებს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ სასამართლო ჩინოვნიკს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა მნიშვნელოვან კორუფციაში მათი მონაწილეობის გამო.

ესენი არიან: მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა