თეგებით ძიება

დამოუკიდებელი სასამართლო დამოუკიდებელ სახელმწიფოს ნიშნავს - რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, დამოუკიდებელი სასამართლო დამოუკიდებელ სახელმწიფოს ნიშნავს.

„ქართული სასამართლოს პროგრესი არის რეალური და კონკრეტული ციფრებით დასტურდება. სასამართლოს გადაწყვეტილებაში სტატისტიკას და ციფრებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ამის უკან კონკრეტული ადამიანების მიერ ნაპოვნი სამართალი იზომება და ჩანს.

თუნდაც ის ფაქტი, რომ 60 %-ით არის შემცირებული სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვა და თან იმის ფონზე, რომ რეალურად საქმის წარმოება ქართულ სასამართლოებში ყველა დონეზე გაზრდილია, გარდა ამისა, დღეს ძალიან მარტივად შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს არადამაკმაყოფილებელი ვერდიქტის შემთხვევაში მიმართოს ევროპულ სასამართლოს, რისი შესაძლებლობაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩვენს მოქალაქეებს არ ჰქონდათ.

ამის ფონზე, კიდევ უფრო მეტად არის ამოვარდნილი კონტექსტიდან მოსამართლეების დასანქცირება და თან ყოველგვარი მითითებებისა და არგუმენტების გარეშე“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა