თეგებით ძიება

ხვალ, პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ხვალ, 8 აპრილს, საქართველოს პარლამენტთან მარტის აქციებზე დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები პარტია "ევროპული საქართველო" და "ტაბულა" არიან.

როგორც ორგანიზატორების განცხადებაში ვკითხულობთ, აქციაზე იქნება მუსიკა, ბევრი სიტყვა, მაგრამ არ იქნებიან სიტყვით გამომსვლელები.

მათივე ინფორმაციით, აქციის პარალელურად სხვადასხვა ქართველი შემსრულებლები და მუსიკალური ჯგუფები ლაზარეს მხარდასაჭერად თითო სიმღერას შეასრულებენ. მათ შორის იქნებიან: Stephane, აჩიკო გულედანი, ჯგუფი "დაგდაგანი", ჯგუფი "წერილი", LOUDSPEAKERS და შაბათ-კვირა.

"რუსულ კანონზე უკანდახევის შემდეგ, რეჟიმმა კიდევ ერთი დარტყმა მიიღო - ქართული სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირები შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ არიან.

გვჯერა, რომ მოქალაქეების თანადგომას შეუძლია ლაზარე სანქცირებული სასამართლოს შერჩევითი სამართლისგან იხსნას და საერთო ეროვნულ წარმატებას მსხვერპლად არ შეეწიროს!

8 აპრილს, ლაზარეს შაბათს, ქართველი მუსიკოსები, მსახიობები და საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას გამოუცხადებენ ლაზარეს.

ადამიანის შავრაზმული დემონიზაციის მცდელობა, ბუმერანგად უნდა დაუბრუნდეს ყველას, ვინც ამას ცდილობს ! აქციაზე იქნება მუსიკა, ბევრი სიტყვა, მაგრამ არ იქნებიან სიტყვით გამომსვლელები.

8 აპრილს, 20:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან ლაზარეს მხარდასაჭერად თითო სიმღერას შეასრულებენ:

STEPHANE

აჩიკო გულედანი

ჯგუფი "დაგდაგანი"

ჯგუფი "წერილი"

LOUDSPEAKERS

შაბათ-კვირა," - ვკითხულობთ განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა