„მთავარი პრობლემა დანარჩენი მოსამართლეების დუმილია“ - რას წერს გია ხუხაშვილი?
პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას ეხმაურება და წერს, რომ მთავარი პრობლემა სანქცირებული მოსამართლეების და მათი საძმაკაცოს კომენტარები კი არა, დანარჩენი მოსამართლეების დუმილია.
„ახლა მთავარი პრობლემა სანქცირებული მოსამართლეების და მათი საძმაკაცოს კომენტარები კი არა, დანარჩენი მოსამართლეების დუმილია“,- წერს გია ხუხაშვილი.
ცნობისთვის, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.
წყარო: ipress.ge