თეგებით ძიება
07. 04. 2023 მსოფლიო

რუსეთში დაკავებულ ამერიკელ ჟურნალისტს ჯაშუშობის მუხლით ბრალდება წარედგინა

რუსეთში დაკავებულ ამერიკელ ჟურნალისტს, ევან გერშკოვიჩს ჯაშუშობის მუხლით ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ჟურნალისტი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ რუსეთში მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობით იყო დაკავებული.

The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი 30 მარტს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიების ვერსიით, ამერიკული მხარის დავალებით ის აგროვებდა ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობას ეხებოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა