ძლიერი ქარი, წვიმა და თოვლჭყაპი - საქართველოში ამინდი გაუარესდება
8 აპრილს, საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, ღამით მაღალ მთაში შესაძლებელია თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი. ინფორმაციას ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.