თეგებით ძიება

შამანის ცხოვრებისეული 4 კანონი, რომლებიც ყოფას გაგიმარტივებთ

გთავაზობთ შამანის ცხოვრებისეულ ოთხ კანონს:

პირველი კანონი: "ადამიანი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში შემოდის, სწორი ადამიანია". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არავინ შემოდის ჩვენს ცხოვრებაში შემთხვევით. ჩვენთან ყველა გარკვეული მიზეზით ურთიერთობს, რათა „გაკვეთილი გვასწავლოს და გავუმკლავდეთ თითოეულ სიტუაციას“.

მეორე კანონი: "ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი, რაც ხდება, სხვაგვარად არც უნდა მომხდარიყო - არც ყველაზე უმნიშვნელო დეტალი. „ასე რომ მოვქცეულიყავი, სხვანაირად მოხდებოდა...“ - ასეთი დაშვება ბუნებაში არ არსებობს. თითოეული სიტუაცია, რომელიც ცხოვრებაში დგება, სრულყოფილია, მაშინაც კი, თუ ჩვენი გონება და ჩვენი ეგო მათ ეწინააღმდეგება.

მესამე კანონი: ”ნებისმიერი მომენტი, როდესაც ის დგება, სიტუაციის შესაფერისი დროა.” ყველაფერი სწორ დროს იწყება - არც მანამდე და არც შემდეგ. როდესაც ჩვენ მზად ვართ რაიმე ახლის დასაწყებად, სწორედ მაშინ დგება „სწორი“ მომენტიც.

მეოთხე კანონი: „როცა რაიმე უბრალოდ დასრულდა ჩვენს ცხოვრებაში, ეს ჩვენი

ევოლუციისთვისაა, ამიტომ, მართლაც, ჯობს, გადავიდეთ მომდევნო ეტაპზე უკვე წინა გამოცდილებით გამდიდრებულნი. საჭიროა, გავაანალიზოთ, რომ არცერთი ფიფქი არ ვარდება არასწორ ადგილას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა