რუსთავში, ქალი და ძაღლი CO-თი მოიწამლნენ - ორივე კლინიკაში გადაიყვანეს
რუსთავში, შარტავას გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში ქალი და ძაღლი CO-თი მოიწამლნენ. ინფორმციას "ინფო რუსთავი " ავრცელებს.
შემთხვევის გამო, ქალი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში, ძაღლი კი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს.
სააგენტოს ცნობითვე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო და უკვე ბინაზე გაეწერა.
შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს ძაღლსაც.