თეგებით ძიება

"ჩემო ტკბილო და საამაყო მეგრელებო, გთხოვთ, ეს წაიკითხოთ" - რა მიმართვას ავრცელებს ვაჟა კაკაბაძე?

პუბლიცისტი, ვაჟა კაკაბაძე სოციალურ ქსელში მეგრელებს მიმართვს და აქქვეყნებს 1922 წელს თბილისში „მოღვაწე“ რუსეთის სამხედრო ატაშეს გეგმას, რომელიც საქართველოს დანაწევრებას ეხება.

"ჩემო ტკბილო და საამაყო მეგრელებო, მე დედით მეგრელი თქვენ გეთაყვანებით და გთხოვთ ეს წაიკითხოთ:

1922 წელს ქ. თბილისში „მოღვაწე“ რუსეთის სამხედრო ატაშე,  ვლადიმერ სიტინი მოსკოვს  საქართველოს დასუსტების და დანაწევრების საკუთარ გეგმას სთავაზობდა: 

„...საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესასუსტებელ მთავარ მიმართულებად მისგან აფხაზეთის საბოლოო ჩამოშორება მიმაჩნია, რუსეთის საზღვრის გადაწევა საქართველოს სიღრმეში, რაც ამავე დროს მოგვცემს საშუალებას დავეპატრონოთ ამ ქვეყნის რესურსებს. აფხაზეთის საქართველოსგან ჩამოშორების შემდეგ ყურადღება უნდა მივაქციოთ სამეგრელოს, რომელიც თავისი ენით განსხვავდება ქართულისაგან. სამეგრელოს ტერიტორია დიდია და, სტრატეგიული თვალსაზრისით, კარგი იქნებოდა მისი დაქვემდებარება რუსეთისადმი. თუ სამეგრელოს, ისევე როგორც აფხაზეთს და აჭარას მიეცემა ავტონომია, ეს მომავალში საქართველოს დაშლის დასაწყისი იქნება“…  

საბჭოთა კავშირის ბოლო წლების ერთ-ერთმა მთავარმა იდეოლოგმა, სსრ კავშირის კპ ცკ-ის მდივანმა, პარტიის ყველაზე ოდიოზურმა ლიდერმა, ქართველთმოძულე მიხეილ  სუსლოვმა,  ნიკიტა ხრუშჩოვის დავალებით,  1961 წელს   ცკ-ს დახურულ სხდომაზე განაცხადა: 

 „... კომუნისტური პარტია რუსეთის წებოა და სანამ წებო ძალას, თავის თვისებას არ დაკარგავს, მანამდე უნდა ავამუშავოთ რუსეთის გადარჩენის გეგმა... შორეულ აღმოსავლეთში მომსახურე ჩვენს გენერლებს უნდა მივცეთ ცხოვრების ნორმალური საშუალება. მათ ჩასასახლებლად გვჭირდება შავი ზღვის სანაპირო ტერიტორია, სადაც, როგორც მოგეხსენებათ, ქართველები ცხოვრობენ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართველები ჩვენგან ძლიერ განსხვავდებიან. ადრე თუ გვიან საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხს დააყენებენ და თავისუფლებას მოითხოვენ. 

აფხაზეთის გამოყენებით, სამეგრელოს, სვანეთს, აჭარას და სხვა კუთხეებს უნდა მიეცეს დამოუკიდებლობა. მათში ცალ-ცალკე უნდა გავაღვივოთ კუთხურ-ეროვნული გრძნობა. 

დასავლეთ საქართველო უნდა დავუპირისპიროთ აღმოსავლეთს, ამის შემდეგ მათ შორის მომრიგებლის როლი უნდა შევასრულოთ. პარალელურად, ქართველები მეცნიერულად უნდა დავარწმუნოთ, რომ სხვადსხვა ქვეყნებიდან ჩამოსახლებული, სხვადასხვა ერის წარმომადგენლები არიან, რაც საქართველოს ტერიტორიიდან მათი საბოლოოდ გაძევების საშუალებას მოგვცემს“. 

კრემლის რევანშისტული გეგმების უბადლო გამხმოვანებელმა, რუსეთის ფედერაციის პირველ პირებთან მუდმივ ალიანსში მყოფმა, ლიბერალურ- დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ვლადიმერ  ჟირინოვსკიმ  1990 წლის სექტემბერში, გაგრის რაიონის დაბა ბიჭვინთის კულტურის სახლის 300 კაციან დარბაზში  მისი პარტიის პრეზენტაციისადმი მიძღვნილ საღამოზე მყოფ ქართველობას ასე მიმართა: 

„ეი, თქვენ ქართველებო, იცით იმის შესახებ, რომ თურქეთშიც ცხოვრობენ ქართველები და, რომ ისინი არ ლაპარაკობენ ქართულად!... მადლობა თქვით, რომ ქართულად ლაპარაკობთ და ცხოვრობთ რუსეთის გუბერნიაში!... მე რომ  გორბაჩოვის ადგილზე ვიყო, კი არ დავშლიდი საბჭოთა კავშირს, არამედ  თქვენ,  რუსი ჯარისკაცების ჩექმებით გაგჭყლეტდით!...“, - წრს კაკაბაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა