თეგებით ძიება

როგორ მოვაწყოთ აივანზე პატარა ოაზისი? - რჩევები და ფოტო იდეები

ქალაქგარეთ ცხოვრების უპირატესობა გამწვანებაშია, თუმცა ქალაქშიც შეიძლება მოაწყოთ საკუთარი ოაზისი, თუნდაც სულ პატარა აივანზე. 

გაეცანით რჩევებს, აივანზე მწვანე ბაღის მოსაწყობად:

გამწვანებს ისეთივე დაგეგმვა სჭირდება, როგორც ოთახის ინტერიერს. ჯერ უნდა გადაწყვიტოთ მთელი რიგი საკითხები.

ჯერ კარგად უნდა მოიფიქროთ, აივნის გამწვანებას აპირებთ თუ მხოლოდ გარკვეული პერიმეტრის, კედელიც უნდა გაამწვანოთ თუ მხოლოდ აივნის გარეთა ფასადი. ერთი სიტყვით, სანამ საქმეს შეუდგებით, ზუსტად უნდა გქონდეთ წარმოდგენილი, რა გინდათ.

იმისათვის, რომ მიიღოთ ლამაზი, გადაფურჩქნული ბაღი, დაგჭირდებათ ხვიარა მცენარეები. გაითვალისწინეთ, რომ მცენარეები უნდა იყოს სწრაფად მზარდი და სასურველია, მრავალწლიანი. მაგალითად ლიმონი, ყურძენი და ა.შ.

ასევე ყურადრება მიაქციეთ მცენარეთა ტიპებს, რომელს სჭირდება საყრდენი და რომელი - თავად იზრდება, საყრდენის გარეშე.

თუ კედლის გამწვანებაც გინდათ, გირჩევთ, ფერებს ყურადღება მიაქციოთ, საუბარია კედლის და თავად ყვავილების ფერზე, რამდენად შეეხამება ისინი ერთმანეთს.

თუმცა ვერტიკალური გამწვანების გაკეთება უფრო უბრალოდ, ქოთნის ყვავილებითაც არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში ყურადღება ექცევა როგორც თავად მცენარეს, ისე ქოთნის ფორმასა და ფერს.

აივანს ერთი სახის მცენარეებით გაამწვანებთ თუ სხვადასხვა ტიპის, ეს თქვენი გადასაწყვეტია და აბსოლუტურად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

თუ აივნით არა მარტო ტკბობა, არამედ იქ დიდი დროის გატარებაც გაქვთ დაგეგმილი, იზრუნეთ ინტერიერის სათანადოდ მოწყობაზეც.

და ბოლოს, ვერტიკალური გამწვანება არის არა მხოლოდ გამწვანება, არამედ დაცვა მტვრისა და მზის კაშკაშა სხივებისგან და სიგრილეც.

წყარო: shin.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა