თეგებით ძიება
08. 04. 2023 მსოფლიო

რუსეთის მიერ გატაცებული 31 ბავშვი უკრაინამ დაიბრუნა

რუსეთში არალეგალურად გადაყვანილი 31 ბავშვი უკრაინაში დაბრუნდა. ინფორმაციას კიევში დაფუძნებული ჰუმანიტარული ორგანიზაცია "გადაარჩინე უკრაინა" ავრცელებს.

"ხერსონსა და ხარკოვის რეგიონებიდან რუსების მიერ გატაცებულმა ბავშვებმა საბოლოოდ გადაკვეთეს საზღვარი ოჯახებთან ერთად და ახლა უსაფრთხოდ არიან. ბავშვებმაც და მშობლებმაც უნდა გაიარონ, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური გამოჯანმრთელების პროცესი და ჩვენ გავაგრძელებთ მათზე ზრუნვას", - ამბობენ ორგანიზაციაში.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა