თეგებით ძიება

"თურმე რამდენ ადამიანს სწყდება გული, ასე ჩუმად რომ წახვედი - უსიტყვოდ" - რას წერს ლევან კბილაშვილის დედა?

მოულოდნელად გარდაცვლილი ქართველი მომღერლის, ლევან კბილაშვილის დედა სოციალურ ქსელში შვილისადმი მიძღვნილ ემოციურ პოსტს წერს.

"თურმე რამდენ ადამიანს უყვარხარ, თურმე რამდენი ადამიანი აფასებს შენს ნიჭს, თურმე რამდენ ადამიანს სწყდება გული, ასე ჩუმად რომ წახვედი - უსიტყვოდ, შენს საყვარელ და მონატრებულ სმშობლოში რომ ვერ მოასწარი ერთი შენებური, სასწაული კონცერტის გამართვა.

       მადლობა გიორგი !

       მადლობა ბიჭებო!

       მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე განიცდის და უყვარს ლევანიკო და მისი შემოქმედება", - წერს მელიტა ფურცელაძე.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველი მომღერალი, ლევან კბილაშვილი მოსკოვში მოულოდნელად 2022 წლის 21 ივნისს გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა