თეგებით ძიება

"გაეშვით საკუთარი და სხვისი შვილების წინ კედლად აღმართვას, მათი სიტყვის თუ საქციელის განხილვას" - ნათია ფანჯიკიძე მიმართვას ავრცელებს

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში მშობლებს მიმართავს:

"შენთვის ვწვალობ შვილო" - მანამდეა, სანამ შვილი უმწეო და დამოკიდებულია. როცა იზრდება და თავად აყალიბებს აზრს აწმყოზეც და მომავალზეც, უნდა გადაჩოჩდეს ყველა მშობელი ზურგის გამმაგრებელის პოზიციაში. "წინამძღოლობის" სურვილს ჩაბღაუჭება ანაქრონიზმია. გარკვეული ასაკის შემდეგ ფანტაზია შენი ძლიერი მხარე აღარაა. ფანტაზიის გარეშე კი მომავალი არ მოდის. ის პროგრესი, ის ახალი მოცემულობები, რომელიც შენგან მუდმივ დასწავლას და დაწევას მოითხოვს, შვილისთვის ორგანული გარემოა. რაც თავს ახალ ამოცანად დაგატყდა, შვილი მასში დაიბადა და მან იცის მხოლოდ ამის შემდეგ რიტმი როგორ უნდა განვითარდეს. როცა შვილი ითხოვს უფლებას თავის მომავალზე და შენ წინ აღუდგები, ბუნებრივია, რომ მან მიგიჩინოს შენი ადგილი. ეს არც კარგია და არც ცუდი, ეს  აუცილებლობაა, როცა სხვანაირად ვერ გაგდებს გონში. 

ხოდა გაეშვით საკუთარი და სხვისი შვილების წინ კედლად აღმართვას, მათი სიტყვის თუ საქციელის განხილვას. ფერდებმონგრეული კედლები ვართ, საბედნიეროდ და ასევე საბედნიეროდ, ჩვენ ვერ დავიჭერთ მათ, ისინი მოიპოვებენ მომავალს, რომელიც, ზოგს აღარ გახსოვთ, მაგრამ მათი ოცნება სანამ გახდებოდა, ჩვენი ოცნება იყო. ხოდა იმ მომავალში, რომელსაც ისინი დააყენებენ, ჩვენც გვექნება უკეთესი პენსია. 

დურაკებოვ!", - წერს ფანჯიკიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა