თეგებით ძიება

„დღეს გაასვენებენ საქართველოში... მე ვერ გაცილებ, რამეთუ სისუსტემ მძლია და შვილის საფლავზეც ვეღარ მივდივარ...“ - არჩილ ხოფერიას ემოციური პოსტი

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი სამხედროს, დათო ქუჩუკიანის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ბოლოს ახალდანიშნულ მეთაურს ეკამათებოდა ცოტა ნასვამი ჩანდა.. მწყობრი ელოდა.. ბოლოს მეც დავარღვიე სუბორდინაცია.. გამოვედი მწყობრიდან.. ვუთხარი შეწყვეტილიყო ეს ყველაფერი.. ერთი სიტყვაც არ უთქვამს მეტი შემხედა და წავიდა..

წავიდა და წავიდა..

დღეს გაასვენებენ მშობლიურ საქართველოში ..

გელოდება სამშობლო დავით ქუჩუკიან …

გელოდება სამშობლო ჩაქუჩ..

მე ვერ გაცილებ რამეთუ სისუსტემ მძლია და შვილის საფლავზეც ვეღარ მივდივარ..

უფალს ვთხოვ კი მიიღოს შენი ბრძოლა და სული გაუტეხელო მეომარო..“, – წერს არჩილ ხოფერია.

ცნობისთვის, რუსეთის ომს უკრაინაში უკვე 42 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა