ჩაქვში ადიდებულმა მდინარემ დროებითი ხიდი წაიღო
ჩაქვში, წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ხალას, ჩაისუბნისა და გორგაძეებთან დამაკავშირებელი სპეციალურად მოწყობილი დროებითი ხიდი წაიღო.
ადგილობრივების ინფორმაციით, აქ ცენტრალურ ხიდზე ოთხი დღის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის საგზაო დეპარტამენტმა დაიწყო, ცენტრალური ხიდის დემონტაჟი მოხდა, რის გამოც სოფლებთან დამაკავშირებელი დროებითი გასასვლელი გზა მოეწყო, თუმცა ახლა ეს გზა აღარ არსებობს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ოჯახებს შეუძლიათ, სოფლებთან დამაკავშირებელი სხვა ალტერნატიული გზით ისარგებლონ.