თეგებით ძიება

ბავშვს უნდა აუკრძალო... აკრძალვები ბავშვს ზრდის! - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

​ფსიქოთერაპევტი, რეზო კორინთელი ბავშვის სწორად აღზრის მეთოდებზე საუბრობს და ამბობს, რომ ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია დავუწესოთ მას რაციონალური აკრძალვები.

„ბავშვს უნდა აუკრძალო. დოლტო წერდა (ფრანგული სკოლა), რომ აკრძალვები ბავშვს ზრდის. ამ აკრძალვებს უნდა ჰქონდეს საზრისი, თუ რატომ კრძალავ რაღაცას. უნდა აუხსნა ბავშვს, რომ ეს არ შეიძლება. ჩვენთან ბავშვი დაგეჯახება, გაგწევს, არ აქვს რიდი, იმიტომ, რომ იქვე დედა დგას, რომელიც ამბობს: „არაუშავს დაეჯახა, მოდი, გენაცვალე.“ ის ბავშვს წესრიგს არ აზიარებს.“

რეზო კორინთელი აცხადებს, რომ საქართველოში მამა დასუსტებულია, რაც წესრიგის ნაკლებობას განაპირობებს:

„ ჩვენთან მამა დასუსტებულია. მამას მოაქვს წესრიგი. თეთრ სახლთან პიონერებივით დგანან ბავშვები. პედაგოგს შეჰყავს თეთრ სახლში და უხსნის, სად იჯდა ლინკოლნი. ეს ბავშვები პატივს სცემენ თავიანთ მამებს. იქ ძლიერი მამები არიან. ვინ იტყვის ზედმეტს მამებზე?! მათ აქვთ წესრიგი, ჩვენ ეს არ გვაქვს. ჩვენ წესებს არ ვემორჩილებით.“

„თუ პედაგოგი თავის პირად აჩრდილს ფლობს, ეს ბავშვებზე გადადის. ბავშვი გრძნობს, რომ მასწავლებელი სამართლიანია. ბავშვი გრძნობს, რომ პედაგოგი ჩამქრალი თვალებით არ უყურებს და ანთებული აქვს თვალები, ამ დროს ბავშვიც აენთება. თუ პედაგოგი ამბობს: „ხომ იცი, დღეს რა დროა, ფული წყვეტს ყველაფერს,“ ის გასაგდებია სკოლიდან. წარმოიდგინეთ, რას ავრცელებს ბავშვებში. იმავეს ავრცელებს მშობელიც. არ ეუბნება პირდაპირ, მაგრამ ჟესტით გამოხატავს: „ჰა, შენ მანქანა.“ ამით შენ ანებივრებ მას, აფუჭებ, რომ ის მოქალაქე კი არ გახდეს, საზოგადოებისთვის სასარგებლო, არამედ სხვებისგან მოითხოვოს ყველაფერი. ყველას უთხრას: „მომე, მომე, მომე.“ რამდენი მშობელი იქცევა ასე, იმიტომ, რომ თვითონ სჯერა ამის,“ - აღნიშნავს რეზო კორინთელი.

წყარო: ​აზროვნების აკადემია


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა