თეგებით ძიება

"საშინელება ხდება..." - რას წერს დომენიკ მანგო?

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო მუსიკოს გია გაჩეჩილაძის მიერ აშშ-ის ვიზის დახევის დაანონსების საკითხს ეხმაურება და სახალისო პოსტს აქვეყნებს.

"საშინელება ხდება. საქართველოს ფსიქიატრიულ რესპუბლიკაში ტელეწამყვანი, მომღერალი, პოლიტოლოგი, ფილოლოგი, გალაკტიონოლოგი, უროლოგი და ყველაფეროლოგი "უცნობი", იგივე გია გაჩეჩილაძე ამერიკის ვიზის გადახევას აანონსებს. ამ საკითხთან დაკავშირებით შეიტყო ამერიკის პრეზიდენტმა და მოიწვია საბჭო, არსებობს ვარაუდი, რომ ჯო ბაიდენი თანამდებობას დატოვებს უცნობის ამ შეურაცხმყოფელი განცხადების გამო. მთავარია ჯანმრთელობა შეინარჩუნოს და დარდს არ გადაჰყვეს", - წერს დომენიკ მანგო.

შეგახსენებთ, რომ გია გაჩეჩილაძემ, იგივე "უცნობმა" აშშ-ის 10-წლიანი ვიზის დახევის შესახებ განაცხადა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა