"ჩვენი ხალხის ტანჯვის გამო, მტერს დაუსჯელს არ დავტოვებთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი (ვიდეო)
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ უკრაინელი ხალხის ტანჯვისთვის მტერს დაუსჯელს არ დავტოვებს.
"ჩერნიგოვის რეგიონი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც რუსი დამპყრობლების აგრესიას შეეჯახა. საჰაერო დაბომბვა, სამოქალაქო შენობების საარტილერიო დაბომბვა, წამება და შიში ადგილობრივი მოსახლეობის მეხსიერებაში ნაიარევად დიდხანს დარჩება. ჩვენს მიწაზე ოკუპანტის კვალს არ დავტოვებთ და ჩვენი ხალხის ტანჯვის გამო არც ერთ მტერს არ დავტოვებთ დაუსჯელს", - წერს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.