თეგებით ძიება

თუ ვინმე ფიქრობს, რომ რევოლუციური გზით და მთავრობის დამხობით რაიმეს მიაღწევს ამ ქვეყანაში, ძალიან ცდება - კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ კანონის გვერდის ავლით, ქვეყანაში არეულობის გამოწვევისკენ მიმართული ქმედებებზე სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.

"ეს ადამიანები არ მალავენ იმ ზრახვებს, რაც აქვთ - ქვეყანაში მოაწყონ დაპირისპირება, არეულობა. ერთ-ერთს ინტერვიუში წამოსცდა და გააჟღერა იმ გეგმებთან დაკავშირებით, რაც აქვთ ჩაფიქრებული კანდიდატის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით. ასეთი რამ თქვა - აი, დეკემბერში, როდესაც სტატუსს არ მოგვცემენ, ეს ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება.

ვიცით, ჩვენ ამ სტატუსს რისთვის იყენებენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბევრჯერ მითქვამს - ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებდით სტატუსის მიღებას. იმ ქვეყნებს შორის, ვისაც რეალურად ჰქონდა რაღაც გაკეთებული და წინგადადგმული ნაბიჯები, ეს იყო საქართველო. გულდასაწყვეტია, ის რომ მათ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.

მეორე მხრივ, საზოგადოებასაც ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, თუ რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, ეს აქვთ თემად აწეული, რომ თუ სტატუსს არ მოგვცემენ დეკემბერში, უნდათ გამოიყენონ ქვეყანაში არეულობის მიზნით, დაპირისპირების მიზნით და ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, ამ ქვეყანაში დაცულია და ნებისმიერ, პარტიას, ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის შესაძლებლობა, თავისი მოსაზრებები გამოხატოს, დააფიქსიროს ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რაღაც დაპირისპირებით, რაღაც რევოლუციური გზით, მთავრობის დამხობით რაიმეს მიაღწევს ამ ქვეყანაში, ძალიან ცდება. ასეთ ქმედებებს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მხრიდან, ყოველთვის მოჰყვება მკაცრი რეაგირება. ქვეყანაში შენარჩუნებული იქნება სიმშვიდე, მშვიდობა რომ მოხდეს ქვეყნის განვითარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა