თეგებით ძიება
08. 04. 2023 მსოფლიო

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ჩინოვნიკებს ქვეყნის დატოვება აუკრძალა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა მთავრობის წარმომადგენლებს ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ინფორმაციას The Bell ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მინისტრების, მათი მოადგილეების, აპარატებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელების ქვეყნიდან გასვლის ნებართვას პირადად მიშუსტინი აწერს ხელს. საინტერესოა, რომ რუსეთის რეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე ასეთი შეზღუდვები არ დაწესებულა.

დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოცემა Financial Times იუწყებოდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა საშუალო რგოლის ჩინოვნიკებს, ასევე სახელმწიფო კომპანიების თანამშრომლებს პასპორტები ჩამოართვეს. ჟურნალისტები ამ ინფორმაციას "საზღვარგარეთ გაქცევის გამო პარანოია“ უწოდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა